Tuesday, December 18, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის  მთავარი  თემა: მოსწავლეები  გაეცნობიან ნ. დუმბაძის ბიოგრაფიას, მის შემოქმედებას.



პროექტის  მთავარი  თემა:  ნ. დუმბაძის  ,,სისხლი,,. მოსწავლეები  გაეცნობიან ნაწარმოების დაწერის ისტორიას, გაიაზრებენ  და იმსჯელებენ მწერლის  ლეგენდად  ქცეული  პიროვნების   შესახებ. ისაუბრებენ  ნაწარმოების  პერსონაჟების ირგვლივ. გამოკვეთენ  და  დაასაბუთებენ  საკუთარ  პოზიციას  საკითხის   ირგვლივ.

პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეები  გაეცნობიან  ნ. დუმბაძის  ცხოვრებისეულ  დეტალებს.



პროექტის  მიზნები:  მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდებათ  მხატვრული  ნაწარმოების სიღრმისეული წვდომა. განუვითარდებათ ინფორმაციების  მოძიების  უნარი, ინტერნეტის, ენციკლოპედიის, ლექსიკონის  გამოყენებით. გამოხატავენ და  წერილობით  ჩამიოაყალიბებენ  პირად  განცდებს და  შთაბეჭდილებებს. დახვეწენ  და  გაიუმჯობესებენ  წერით  სტრატეგიებს, გაიღრმავებენ  ცოდნას მოცემულ  საკითხზე, ეპოქაზე. გაარკვევენ ნაწარმოებში  ,,სისხლ,,-ში  დასმულ  პრობლემის  გამომწვევ  მიზეზებს, შექმნიან ნ. დუმბაძის   ცხოვრებისა  და  შემოქმედების პრეზენტაციას. გამოავლენენ  შემოქმედებით  ნიჭს,  გამოუმუშავდებათ  დამოუკიდებელი მუშაობის  უნარი.

მოწავლეთა  ასაკი:  11-12 .

ვადების  ხანგრძლივობა:  5  დღე

მოსალოდნელი  შედეგები:   ,,ელექტრონული  პრეზენტაციის შექმნა. პროექტის  მუსიკალური  გაფორმება.  მოძიებული  მასალით შექმნიან  ალბომს.
მოსწავლეები  დაათვალიერებენ   მწერლის  სახლმუ-ზეუმს. შეექმნებათ  გარკვეული  წარმოდგენა  მწერალსა  და  თავიანთ საყვარელ პერსონაჟებზე.

პროექტისათვის  საჭირო  რესურსები: ნ. დუმბაძის  ტომეული, თეთრი  ფურცლები, მარკერები

ტექნიკური  რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის  მსვლელობა:   ( ძირითადი  აქტივობები)

აქტივობა  1-დღე 1- შეკრიბა  სამიზნე  ჯგუფი, შეირჩა  თემა, განხილულ  იქნა  სამუშაო  გეგმა, განაწილდა  მოვალეობები.



აქტივობა 2- დღე-2  მოსწავლეებმა  მოიძიეს  ინფორმაციები მწერლის შემოქმედებაზე, თუ  როგორ  იქმნებოდა  ესა  თუ  ის   ნაწარმოები.

აქტივობა  3 -  დღე 3  მოსწავლეებმა   გააკეთეს  ინსცენირება  ნ. დუმბაძის  ნაწარმოებისა ,,გული,,

აქტივობა  4  დღე  4-  მოსწავლეებმა  მოინახულეს  ნ. დუმბაძის  სახლ-მუზეუმი.



აქტივობა 5-დღე 5   მოსწავლეებმა  მოძიებული  მასალა  დაახარისხეს, გააკეთეს  კომენტარები, გამოუშვეს  კედლის  გაზეთი,  მოემზადნენ  პრეზენტაციისათვის.



საგანთან/ჯგუფთან  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:

ქარტული- ისტორია.

პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ხიზანიშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: khizanishvililela@gmail.com